logo
ENG



"იმპერიის" ბზარი - დროება

02 ივლ 202320:10
3 წუთის საკითხავი
 

ვისაც ჰგონია, რომ პრიგოჟინის და ვაგნერელების ბელარუსში გადასვლით პუტინის ხელისუფლება გადარჩა, ის ან სულელია ან თავს ისულელებს - ყასბის მზარეულის და მკვლელების არმიის ამბოხი უკრაინაში მარცხის გამო მილევად რეჟიმში მყოფი დიქტატორის დასასრულის დაჩქარებაა. ჯერ ბოლომდე არავინ იცის რა უნდოდა პრიგოჟინს, როდესაც მოსკოვზე მარში დაიწყო - ხელისუფლების ცვლილება, შოიგუ-გერასიმოვის მოშორება, თუ უბრალოდ კრიმინალური ბიზნესიმპერიის გადარჩენა - რაც არ უნდა ყოფილიყო პრიგოჟინის განზრახვა, შედეგი ერთი დადგა - მთელმა მსოფლიომ და პირველ რიგში კრემლზე მიბმულმა რუსულმა პოლიტელიტამ და რუსმა ხალხმა დაინახა, რომ ბუნკერში დამალული შიზოფრენიკის დასასრული შორს არაა. ის ახლა ხელისუფლების კი არა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის - საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იმიჯ-შელახული, დამცირებული, 12-მეტრიანი დისტანციისა და 2-კვირიანი კარანტინის ფილტრის სტანდარტის მქონე ტირანი ხალხში გავიდა - წარმოსახვა რეალობად გაასაღა.  დროების მიმოხილვა პუტინის იმპერიის ბზარზე.


close დახურვა